ავტორი:

"გორის საკრებულოს თავმჯდომარემ ამოღერღა The New York Times-თან ინტერვიუში ის, რაც ყველა "ქოცს“ სისხლში აქვს!" - მიხეილ სააკაშვილი

"გორის საკრებულოს თავმჯდომარემ ამოღერღა The New York Times-თან ინტერვიუში ის, რაც ყველა "ქოცს“ სისხლში აქვს!" - მიხეილ სააკაშვილი

გორის საკრებულოს თავმჯდომარემ ამოღერღა The New York Times-თან ინტერვიუში ის, რაც ყველა "ქოცს“ სისხლში აქვს! - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც გორის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის მიერ გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

  • როგორც სააკაშვილი წერს, "ესენი პუტინისტი რუსები არიან“.

"გორის საკრებულოს თავმჯდომარემ ამოღერღა The New York Times-თან ინტერვიუში ის რაც ყველა "ქოცს“ სისხლში აქვს! ესენი არ არიან ქართველები - ჩვეულებრივი პუტინისტი რუსები არიან“, - წერს სააკაშვილი.

ინფორმაციისთვის, გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა: "რუსები აქ, როგორც მშვიდობისმყოფელები შემოვიდნენ და მადლობა ღმერთს, რომ შემოვიდნენ, ვინაიდან, მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ“. რაზმაძის ინტერვიუ ამერიკული გამოცემის საქართველოს შესახებ ვრცელი სტატიის ნაწილია, სათაურით - “ როგორც დავიდა საქართველო დემოკრატიის ავანგარდიდან ავტოკრატიის წინა ხაზამდე”. The New York Times წერს, რომ ინტერვიუში გორის საკრებულოს თავმჯდომარემ 2008 წლის აგვისტოს რუსეთის აგრესია საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დააბრალა.