ავტორი:

"საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის“ მეოთხე  ტომი უკვე ხელმისაწვდომია სპეციალურ ფასად

"საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის“ მეოთხე  ტომი უკვე ხელმისაწვდომია სპეციალურ ფასად

საქართველოს ისტორია არ არის მხოლოდ ქრონიკა - ეს არის ფესვები, წარსული და გამოცდილება, რომელზეც ჩვენი დღევანდელობა დგას. სწორედ ამიტომ "პალიტრა L“-მა შექმნა უნიკალური 5-ტომეული გამოცემა — "საქართველოს ილუსტრირებული ისტორია“, რომელიც მკითხველს საშუალებას აძლევს ძველ საუკუნეებში იმოგზაუროს და აღმოაჩინოს პასუხი მთავარ კითხვაზე: ვინ ვართ ჩვენ?

"საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის“ სერიის წიგნები თვეში ერთხელ გამოიცემა.

18 აგვისტოს გამოვიდა მეოთხე ტომი, რომელიც ეძღვნება რთულ და გარდამტეხ პერიოდს:

  • "შაჰ აბას I და საქართველო“.
  • ქართველ სამეფო-სამთავროებს შორის ძმათამკვლელი დაპირისპირების ეპოქა.
  • საქართველო XVIII საუკუნეში და რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ანექსია.

წიგნის სპეციალური ფასი გამოცემიდან ერთი კვირის განმავლობაში 18 ლარი იქნება.

როგორ ჩამოყალიბდა ქართული კულტურის საფუძვლები; რა იყო დიაოხი, კოლხა, იბერია და რა ადგილს იკავებდნენ ისინი მსოფლიო რუკაზე; როგორ შეეხო ქრისტიანობა ქართულ მიწას და როგორ შეცვალა ჩვენი იდენტობა; ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც აშენებდნენ, იცავდნენ და იბრძოდნენ საქართველოსთვის...

თითოეული ტომი გამორჩეულია ილუსტრაციებით — არქეოლოგიური რუკები, რეკონსტრუქციები და უნიკალური ვიზუალური მასალა მკითხველს უშუალოდ ამოგზაურებს იმ ეპოქაში, რომელსაც კითხულობს.

წიგნის შეძენა შეგიძლიათ: "ბიბლუსის“ მაღაზიებში, პრესის გავრცელების პუნქტებში, ონლაინ www.palitral.ge

ან აპლიკაციაში (საკურიერო მომსახურებით).

დეტალებისთვის დაგვიკავშირდით: 2 47 00 45.

(R)