"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, "გახარია საქართველოსთვის“ გორის საკრებულოს წევრებს გამორთული აქვთ ტელეფონები, რათა გორის საკრებულოს თავმჯდომარის დავით რაზმაძის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას მსვლელობა არ მიეცეს.
"მართლაც რომ ტროლად და ჯამბაზად ქცეულ გახარიას მივმართავ:
გორის საკრებულოს თქვენი ფრაქციის წევრები ემალებიან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს წევრებს. გამორთული აქვთ ტელეფონები, რათა მსვლელობა არ მიეცეს იმპიჩმენტის პროცედურას გორის საკრებულოს თავმჯდომარის დავით რაზმაძის წინააღმდეგ.
ეს არის ის სამარცხვინო მოღალატე, რომელიც ოკუპანტებს, გიორგი ანწუხელიძის მკვლელებს, საქართველოს მაოხრებლებს მშვიდობისმყოფელებს ეძახის, ხოლო ჩვენს გმირ სამხედროებს ხულიგნებად მოიხსენებს.
მაგრამ ივანიშვილის რუს-ქოცობაში, ეს მოღალატე ოჯახური ბიზნესებით ფულს ხაფავს მათ შორის რუსეთში. მისი სიძე, დის ქმარი, ვინმე ვახტანგ კარიჭაშვილი, უჩა მამაცაშვილთან წილებში ზის.
თუ თქვენც წვრილფეხა კორუფციონერები არ ხართ ან რუს-ქოცების კოლაბორაციონისტები, რატომ დაიმალეთ? დროულად შეუერთდით "ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას მოღალატე დავით რაზმაძის იმპიჩმენტთან დაკავშირებით!“,- ნათქვამია თინა ბოკუჩავას განცხადებაში.