დონალდ ტრამპს სურს, რომ პუტინმა და ზელენსკიმ შეხვედრა მისი მონაწილეობის გარეშე დააორგანიზონ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Guardian აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტრამპის ხედვით, უკრაინაში ომის დასასრულებლად შემდეგი ნაბიჯი უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინის ორმხრივი შეხვედრაა.
წყაროს ცნობით, ბოლო დღეებში ტრამპმა თავის მრჩევლებს უთხრა, რომ ის ზელენსკისთან და პუტინთან სამმხრივ შეხვედრას მხოლოდ მას შემდეგ უმასპინძლებს, რაც ისინი ჯერ ერთმანეთს შეხვდებიან.