თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, "რეალობას არის აცდენილი მოთხოვნები“, რაც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით გაჟღერდა.
"აბსოლუტურად რეალობას არის აცდენილი მოთხოვნები, რომელიც გაჟღერდა, არაფერ კავშირში არ არის ვიზალიბერალიზაციასთან. ევროკომისიამ რაც გამოაქვეყნა - ერთი მხრივ გვეუბნებიან, რომ ქვეყანას აქვს წინგადადგმული ნაბიჯები, წინ მივდივართ, ვართ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, მეორე მხრივ, მათ არ მოსწონთ საქართველოს ხელისუფლება, ამას მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს - ჩვენ არ ვართ ვიღაცის წარმომადგენლები ამ ქვეყანაში, არ ვართ აგენტურა და არ ვაკეთებთ ერთი თითის დაქნევით მათ გადაწყვეტილებებს, არ ვეთანხმებით, რადგან ვიცით, რომ ეს ყველაფერი დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის. ვიცავთ ჩვენს სამშობლოს, ქვეყნის ინტერესებს და ეს პოლიტიკა მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა კალაძემ.