ავტორი:

"უცნაური რამ მოხდა, იმ დღეს, როცა მამუკა გარდაიცვალა..." - მეგობრობა ბავშვობიდან და ბოლო დიალოგი: რას იხსენებს დათო ევგენიძე მამუკა ჩარკვიანზე

"უცნაური რამ მოხდა, იმ დღეს, როცა მამუკა გარდაიცვალა..." - მეგობრობა ბავშვობიდან და ბოლო დიალოგი: რას იხსენებს დათო ევგენიძე მამუკა ჩარკვიანზე

"იმ პერიოდში, როცა ჩემი წარმატების ხანა დაიწყო, მამამ მითხრა: ემოციებს არ აჰყვე, ჩვენ ისეთი ერი ვართ, ხალხი ცაში მაღლა, ძალიან მაღლა აგიყვანს და მერე ხელს გაგიშვებსო. - ეს რა შემთხვევაში ხდება-მეთქი? - თუ დაიჯერებ იმას, რასაც გეუბნებიანო. ეს სიტყვები სულ მახსენდება", - მითხრა მამუკა ჩარკვიანმა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს და დასძინა, რომ ამ დარიგებამ ის თავშეკავებული გახადა.

წლების წინ, ახლობლებისგან საყვედურებს ბოჰემური ცხოვრების გამო იღებდა, ქეიფი და დროს ტარება განუსაზღვრელი დროით უყვარდა, ასე სხვებიც იქცეოდნენ, მაგრამ მისი ჩანდა.

შეკითხვაზე - რას შეცვლიდა, ცხოვრებას თავიდან რომ იწყებდეს? მიპასუხა: "ისეთი არაფერი გამიკეთებია, მწარე სინანული რომ მქონდეს, ყოველი შემთხვევისთვის, სხვისთვის არაფერი დამიშავებია, მხოლოდ საკუთარ თავს ვვნებდი. ჩემთვის მიუღებელია ბოროტება, გამიზნული, დაგეგმილი ბოროტება. ბოროტი ადამიანების სამიზნე არაერთხელ ვყოფილვარ, ათასგვარ ჭორს მიგონებდნენ. როგორ ვრეაგირებდი? ასეთი ამბები აუცილებლად უნდა გაატარო, თორემ გაგიჟდები".

"მშვიდობით, არა ნახვამდის" გარდაცვლილი მეგობრის ხსოვნას მიუძღვნა. როგორც თავად ამბობდა, მუსიკას ყოველთვის დიდი ტკივილის ან სიხარულის განცდა აწერინებდა. მისი საყოველთაო აღიარების საიდუმლოც ალბათ ამაშია. ის ამ ემოციით იყო ყოველთვის მსმენელზე უდიდესი შთაბეჭდილების მომხდენი.

  • 24 აგვისტოს მას 70 წელი შეუსრულდებოდა. 21 აგვისტოს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

დათო ევგენიძე, მუსიკოსი:

- მე და მამუკა ერთმანეთს ადრეული ბავშვობიდან ვიცნობდით. ის ყველა ასაკში თავისებურად საინტერესო და გამორჩეული იყო. მამუკას ნიჭი ანათებდა. ხელში გიტარას რომ აიღებდა და იმღერებდა, ეგრევე გატყვევებდა. მამუკას გამორჩეული ხელწერა ჰქონდა, მისი შემოქმედება არ ჰგავს არავის და არაფერს, თვითმყოფადია. თითქმის ყველა მისი სიმღერა ბატონი ჯანსუღის ლექსებზეა დაწერილი. მამუკამ თავისი შემოქმედებით საქართველოს დიდი განძი დაუტოვა.

მართალია, ვიცოდი რომ შეუძლოდ იყო, დიდი ხანი ავადმყოფობდა, მაგრამ მისი გარდაცვალების ამბავი რომ გავიგე, ამ დროს ჩემთან გიორგი გურგულია იყო მოსული, ორივეს შოკი გვქონდა. მამუკას ჯანმრთელობის პრობლემები კი ჰქონდა, მაგრამ მისი ავადმყოფობა თითქოს არ იყო გარდაცვალებასთან კავშირში, მამუკას წასვლა ჩემთვის ყოველთვის იქნებოდა მოულოდნელი...განაგრძეთ კითხვა

ნახეთ ასევე