ავტორი:

"დიდი ტრაგედია ტრიალებს ახალციხეში... უკარგესი ბიჭები გამოგვაკლდნენ" - ცნობილია ბორჯომში, ავარიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა

"დიდი ტრაგედია ტრიალებს ახალციხეში... უკარგესი ბიჭები გამოგვაკლდნენ" - ცნობილია ბორჯომში, ავარიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა

ბორჯომში მომხდარ ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ერთმანეთს ტოიოტას მარკის ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად სამი კი დაშავდა.

თვითმხილველები "სამხრეთის კარიბჭეს" უყვებიან, რომ მსუბუქ ავტომობილში ხუთი პირი იმყოფებოდა. ავარიის შემდეგ, თავდაპირველად სამი დაშავებული ბორჯომის კლინიკაში გადაიყვანეს.

  • Ambebi.ge-ს ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან ედი მარკოსიანი და ზურა გელაშვილი.

"დიდი ტრაგედია ტრიალებს ახალციხეში. უკეთილშობილესი და უკარგესი წესიერი ბიჭები გამოგვაკლდნენ. ერთმანეთის ძმაკაცები იყვნენ" - გვიყვებიან ადგილობრივები.

მომხდარზე შსს–მ გამოძიება სსკ–ს 276–ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.