ლეონარდო დიკაპრიოს შეიძლება ჰყავს მდიდრული იახტა, ულამაზესი შეყვარებული და ხმელთაშუა ზღვაში მზის სხივებს ეფიცხება და თითქოს, ეს ყველაფერი საკმარისი უნდა იყოს ბედნიერებისთვის, თუმცა...
ჰოლივუდის ვარსკვლავი პაპარაცებმა ძალიან მოწყენილ მდგომარეობაში აღბეჭდეს.

"ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს ლეოს რაღაც ძალიან აწუხებდა. ამ დროს კი მისი შეყვარებული წვეულებაზე იყო და ერთობოდა.
მთელი ეს ფული, ფუფუნება, მაგრამ თითქოს ღიმილის მიზეზი მაინც არ არსებობს", - წერს TMZ.

ცნობისთვის ლეონარდო დიკაპრიო და მისი ამჟამინდელი შეყვარებული, იტალიელი მოდელი, ვიტორია ჩერეტი ზაფხულის ცხელ დღეებს მეგობრებთან ერთად იბიცაზე ატარებენ.