პეკინში, ოქტომბრის მზის ქვეშ, უზარმაზარ კამუფლირებულ სატვირთოებში მოთავსებული ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის კუთვნილი 15 ტონა მასის მქონე, ნემსისმაგვარი, 11 მეტრიანი რაკეტები წარწერით DF-17 ტაატით მიიწევდნენ წინ, მოედანზე შეკრებილი ხალხის რიგების გასწვრივ.

აშშ-ს ამ დროისთვის უკვე ჰქონდა ინფორმაცია ჩინეთის იმ ახალი რაკეტების შესახებ, რომელთა სიჩქარე ხუთჯერ აღემატებოდა ბგერის სიჩქარეს და თან მანევრირების უნარიც გააჩნდათ თუმცა დრო გავიდა, ტექნოლოგიებიც განვითარდა და სახელმწიფოებს შორის ჰიპერბგერითი იარაღის შემუშავების სფეროში რბოლა ახალ ეტაპზე გადავიდა.
2019 წელს ახალი რაკეტების დემონსტრირებით, ჩინეთის ჰიპერბგერითმა შესაძლებლობებმა მსოფლიოში შეშფოთება გამოიწვია. ლიდერად ამ სფეროში კვლავ ჩინეთი რჩება, მას ჰიპერბგერითი იარაღის ყველაზე დიდი არსენალი გააჩნია, მეორე ადგილზე რუსეთია, ხოლო აშშ ამ ქვეყნების დაწევას ცდილობს.

როგორც უილიამ ფრირი, ბრიტანული ანალიტიკური ცენტრი “Council on Geostrategy“ - ის ექსპერტი აცხადებს, მიზეზი მარტივია: “ჩინეთმა და რუსეთმა ამ პროგრამებში დიდი თანხები სწორედ წინა წლებში ჩადეს, იმ პერიოდში, როდესაც დასავლეთი უფრო მეტად ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე და მეამბოხეთა წინააღმდეგ ომებზე იყო კონცენტრირებული.“
როგორც სერ ალექს იანგერმა МИ-6 ხელმძღვანელის პოსტის დატოვების შემდეგ აღნიშნა, შედეგად მოხდა ის, რომ “დასავლეთმა ვერ შეამჩნია როგორ ჩამოყალიბდა ჩინეთი სამხედრო ზესახელწიფოდ“
თუმცა ჩინეთი, რუსეთი და აშშ ერთადერთი ქვეყნები არ არიან, ვისაც მსგავსი შეიარაღება გააჩნია. ისრაელმა უკვე შექმნა ჰიპერბგერითი რაკეტა “Arrow 3“, რომელიც საჰაერო თავდასხმების შესაჩერებლად არის განკუთვნილი. ირანიც აცხადებს, რომ ფლობს მსგავს იარაღს და 2024 წლის ივნისში ჰიპერბგერითი რაკეტით ისრაელზე იერიშიც კი მიიტანა, თუმცა როგორც ექსპერტები აცხადებენ, ირანული წარმოების რაკეტების სრულფასოვანი მანევრირების უნარი დიდ შეკითხვებს ბადებს.

კიდევ ერთი ქვეყანა, რომელმაც 2021 წლიდან ამ ტიპის იარაღის შემუშავებას შეუდგა ჩრდილოეთ კორეაა. კიმ ჩენ ინის მთავრობა აცხადებს რომ უკვე გააჩნია გამოყენებისთვის მზა იარაღი.

თავის მხრივ აშშ-მაც წარადგინა საკუთარი ჰიპერბგერითი რაკეტა, რომელიც “Dark Eagle“-ს სახელს ატარებს. მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნები, როგორიც მაგალითად საფრანგეთი და იაპონიაა, ასევე დიდი მოცულობის ინვესტიციების ჩადებას შეუდგნენ აღნიშნული ტიპის შეიარაღების განვითარებაში.
დასახელებაში სიტყვა ჰიპერგერითი ნიშნავს, რომ რაკეტა მინიმუმ 5 მახის სიჩქარით ანუ ბგერაზე ხუთჯერ სწრაფად (დაახლოებით 6200 კმ/სთ) მოძრაობს.
ამით აღნიშნული რაკეტები განსხვავდება ზებგერითი იარაღისგან, რომლის სიჩქარე ბგერისას უმნიშვნელოდ აღემატება და ატმოსფეროში დაახლოებით 1234 კმ/სთ შეადგენს .
დღეისთვის მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ჰიპერბგერით რაკეტა რუსული “Авангард“ ია, რომლის საშუალო სიჩქარე 12 მახია, ოფიციალური მონაცემებით კი დაახლოებით 27 მახის ( 33 076 კნ/სთ) განვითარება შეუძლია.

არსებობს ჰიპერბგერითი რაკეტების ორი სახეობა.
სწორედ მაღალი სიჩქარე და მანევრირების უნარია ის ფაქტორები, რის გამოც ამ ტიპის იარაღის აღმოჩენა და განეიტრალება უკიდურესად რთულდება, საფრთხე მრავალგზის იმატებს, თუ რაკეტაზე ბირთვული ქობინია დამონტაჟებული.
მიუხედავად ყველაფრისა ,როგორც ექსპერტები აღნიშნავენ თავისი მინუსები ზებგერით იარაღსაც გააჩნია და ყველაზე მნიშვნელოვანი აქ მაღალ სიჩქარეებზე სამიზნე სისტემების გამართული მუშაობაა, თავის როლს თამაშობს აგრეთვე თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემები, რომლებიც დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო იხვეწება.

2024 წლის ნოემბერში უკრაინაში რუსეთმა ახალი ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტა “Орешник“ -ი გამოცადა. პუტინის განცხადებით, ის 10 მახის სიჩქარით დაფრინავს და შეუძლია სამიზნეები “მტვრად აქციოს“. თუმცა ექსპერტები ამ განცხადებას სკეპტიკურად შეხვდნენ. კიდევ ერთი ჰიპერბგერითი რუსული რაკეტა “ Кинжал“ რომელიც ასევე პუტინის სიამაყის მიზეზი იყო, არაერთხელ იქნა ჩამოგდებული რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დროს.

თუმცა NATO-სთვის მთავარ საფრთხედ კვლავ რჩება ის რუსული რაკეტები რომელიც ბალტიისპირეთისა და კალინინგრადის ოლქშია განთავსებული, მათი სრულფასოვანი საბრძოლო ქობინით აღჭურვის შემთხვევაში იგივე უკრაინის მასობრივი დაბომბვის შედეგები ბევრად სავალალო შეიძლება იყოს.