როგორც ჩინური სახელმწიფო მედია იტყობინება, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში მშენებარე ხიდის ნაწილის ჩამონგრევას მინიმუმ 12 ადამიანი ემსხვერპლა, 4 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

როგორც მოგვიანებით დადგინდა, ინციდენტის მიზეზი ფოლადის ბაგირის დაზიანება იყო, რის შედეგადაც ხიდის შუა ნაწილი “ყვითელ“ მდინარეში ჩავარდა, მასზე იმ დროს პროექტის მენეჯერი და 15 მუშა იმყოფებოდა.
მედიის ცნობით სიჩუან-ჩინხაის რკინიგზის ხაზზე მდებარე ხიდი მსოფლიოში უდიდესი, ორი მიმართულების მქონე ფოლადის თაღოვანი ხიდია. იგი აგრეთვე პირველი სარკინიგზო თაღოვანი ხიდია, რომელიც ჩინეთის სიდიდით მეორე “ყვითელ“ მდინარეზე გადის.