ავტორი:

ავიაკატასტროფის შედეგად, "მიგ-29" ტიპის გამანადგურებლის პილოტი დაიღუპა - უკრაინის საჰაერო ძალების განცხადება

ავიაკატასტროფის შედეგად, "მიგ-29" ტიპის გამანადგურებლის პილოტი დაიღუპა - უკრაინის საჰაერო ძალების განცხადება

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, ავიაკატასტროფის შედეგად, "მიგ-29“ ტიპის გამანადგურებლის პილოტი დაიღუპა.

  • უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, პილოტი საბრძოლო დავალების შესრულების შემდეგ, „მიგ-29“ ტიპის გამანადგურებლით დაშვებისას დაიღუპა.

"მიგ-29 ტიპის გამანადგურებლის პილოტი, 1979 წელს დაბადებული, მაიორი სერგეი ბონდარი დაშვებისას დაიღუპა“, - აცხადებს უკრაინის საჰაერო ძალები. ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზებისა და გარემოებების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.