ავტორი:

რაჭაში მამაკაცი შეშით მოკლეს - რა დეტალები ხდება ცნობილი

რაჭაში მამაკაცი შეშით მოკლეს - რა დეტალები ხდება ცნობილი

მკვლელობა მოხდა რაჭაში. ამბროლაურის რაიონში 60 წლამდე ასაკის მამაკაცი შეშით მოკლეს. მკვლელობას წინ ჩხუბი უძღოდა.

  • არსებული ინფორმაციით, სტუმარ-მასპინძლებს შორის დაპირისპირება სუფრაზე დაიწყო, რის შემდეგაც კონფლიქტი ქუჩაში გაგრძელდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, 1987 წელს დაბადებული შ.გ. ცხელ კვალზე დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ამბროლაურის რაიონის სოფელ ქედისუბანში ბრალდებულმა შ.გ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე კ.ვ.-ს ბლაგვი საგნით სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიაყენა. რის შედეგადაც კ.ვ. გარდაიცვალა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს" - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.