ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის ტერიტორიული საკითხები პუტინთან განიხილოს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი კისლიცამ NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, „უკრაინის მოსახლეობა მიწების მშვიდობის სანაცვლოდ გაცვლას კატეგორიულად ეწინააღმდეგება“.
ასევე, კისლიცამ აღნიშნა, რომ თუ უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა არ შედგება, მაშინ „აშშ-მა დამატებითი სანქციები უნდა გამოიყენოს“.
„მაშინ რუსები ნამდვილად იგრძნობენ ტკივილს იმის გამო, რომ არ სურთ ის გზა გაიარონ, რომელიც რუსეთის ფედერაციას პრეზიდენტმა ტრამპმა შესთავაზა“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.