ავტორი:

"მანქანას ნასვამი მძღოლი მართავდა..." - ავტოსაგზაო შემთხვევას საჩხერეში 18 წლის გოგო ემსხვერპლა: პოლიციამ ერთი პირი დააკავა

"მანქანას ნასვამი მძღოლი მართავდა..." - ავტოსაგზაო შემთხვევას საჩხერეში 18 წლის გოგო ემსხვერპლა: პოლიციამ ერთი პირი დააკავა

საჩხერეში, სოფელ კორბოულში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.

აღნიშნულის შესახებ AMBEBI.GE-ს შსს-ში განუცხადეს.

  • გარდაცვლილი გოგონა 18 წლის მარი შუბითიძეა. ის სოფელ კორბოულიდან იყო. ადგილობრივების ინფორმაციით, ავტომობილს, რომელიც გოგონას დაეჯახა, ნასვამი მძღოლი მართავდა.

მათი ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი დაკავებულია და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.