ავტორი:

"ტყეში, სარდაფში გადაღებული "ფეიკ" ფილმები ვერ შეაშინებს ხალხს... შეშინდნენ მეოცნებეები, ხვდებიან ახლოვდება მათი მშვიდობიანი დამხობა" - ხაბეიშვილი

"ტყეში, სარდაფში გადაღებული "ფეიკ" ფილმები ვერ შეაშინებს ხალხს... შეშინდნენ მეოცნებეები, ხვდებიან ახლოვდება მათი მშვიდობიანი დამხობა" - ხაბეიშვილი

მდინარაძის, კობახიძის და ოხანაშვილის მიერ მოფიქრებული პროვოკაციები, ტყეში, სარდაფში გადაღებული „ფეიკ“ ფილმები და დამპლური თამაშები ვერ შეაშინებს ხალხს, რადგან ჩვენ არ გვჭირდება საიდუმლო შეხვედრები - ჩვენი ძალა არის საჯაროობა, გამჭვირვალეობა და სიმართლე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

  • მისი თქმით, საბრძოლო იარაღი არის სიმართლე.

"შეშინდნენ მეოცნებეები, ხვდებიან ახლოვდება მათი მშვიდობიანი დამხობა და ახლა, ერთი გზა დარჩათ მხოლოდ, მხოლოდ ერთი!!! - დაგეგმონ, დააორგანიზონ ვიღაც "რემბო“ ტიპები და ფოხანაშვილის ხელით გადაიღონ, გააკეთონ დოკუმენტური ფილმები, შეაშინონ საზოგადოება!!!!

სადღაც „ტყეში", ან „პადვალში“ დასვამენ ვიღაც გაუგონარ „სასტავს“ და აბოდიალებენ რასაც უნდათ - გადაიღებენ და ეცდებიან ხალხს შეასაღონ ფარულ გადაღებად!!! ამიტომ, ასეთ სისულელეებს და მდინარაძე, კობახიძე, ოხანაშვილის სპექტაკლებს, პროვოკაციებს არ უნდა წამოვეგოთ!!! - არანაირი ტყეში გორაობა, სახეზე მწვანე საღებავები და „დამპლური თამაშები“ არ გვჭირდება!!! ჩვენ იარაღი არის სიტყვა და სიმართლე!!!

ეს არის ჩვენი საბრძოლო იარაღი!!! „საიდუმლო“ შეხვედრები და „უტუ-პუტუ“ კი არ გვჭირდება, არამედ პირიქით - საჯაროობა, გამჭვირვალეობა და ღიაობა!!! 4 ოქტომბერს, ჩემს 16 და 14 წლის ვაჟთან ერთად ვიქნები, გამარჯვების დღეზე!“, - წერს ლევან ხაბეიშვილი.