თუშეთში, წოვათის ხეობაში ხანძარია. ცეცხლი სოფელ წაროსთან მთის ფერდობზეა გავრცელებული.
ადგილზე მყოფების თქმით, ცეცხლი სწრაფად ვრცელდება, რასაც ძლიერი ქარიც უწყობს ხელს.
ადგილზე შესაბამისი სამსახურები მიემართებიან.