ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ თეკლა გერსამიას ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ადვოკატის დასწრების გარეშე დაკითხეს.
"გარდაცვლილს ერთხელ აქვს დარტყმული დანა იმიტომ რომ მეორედ ვერ დაირტყამდა - ის ამოაცალა. რასაც თვითონ იხსენებს, მიშველეო, ერთი ეგ დაიძახა. თეკლას თვალწინ დაირტყა დანა.
მიშველეო, ეგ უთხრა და ეს დანა გამოაძრო. მეტი სხვა ვერაფერი მოვიფიქრეო და მოვიკიდეო და წავიყვანეო.
ჩემი დასწრების გარეშე არის გამოკითხული, ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, სადაც ეუბნებიან, - აღიარეო, არაფერი არ იქნებაო, ბავშვი ჰყავდა თან თეკლას და ბავშვთან ერთად სახლში გაგიშვებო. მან ნდობა გამოუცხადა და იმ ოქმს მოაწერა ხელი, რაც დაუდეს წინ. შემდეგ კი მისთვის გახდა ცნობილი, რომ მან მკვლელობა აღიარა. ოქმში ეწერა, მე დავარტყი დანაო", - ამბობს ადვოკატი.