სერიალ Emily In Paris-ის ასისტენტი რეჟისორი დიეგო ბორელა გადასაღებ მოედანზე გარდაიცვალა

სერიალ Emily In Paris-ის ასისტენტი რეჟისორი დიეგო ბორელა გადასაღებ მოედანზე გარდაიცვალა

Netflix-ის პოპულარული შოუს Emily In Paris-ს ასისტენტი რეჟისორი, დიეგო ბორელა გადასაღებ მოედანზე გარდაიცვალა. სერიალის გადაღებები ვენეციაში, სასტუმრო "დანიელიში" მიმდინარეობდა, როდესაც 47 წლის ბორელამ გონება დაკარგა და გადამღები ჯგუფის თვალწინ დაეცა.

La Repubblica-ს ცნობით, ხუთშაბათს, საღამოს 19:00 საათისთვის გამოიძახეს სასწრაფო დახმარება, თუმცა ექიმებმა ბორელას გადარჩენა ვერ შეძლეს და რეჟისორი 19:30 წუთზე გარდაცვლილად გამოაცხადეს. გამოცემის ცნობით, ბორელას, სავარაუდოდ, გულის შეტევა დაემართა. იმ მომენტში გადამღები ჯგუფი სერიალის მე-5 სეზონის ბოლო სცენას იღებდა.

თავდაპირველი გეგმის მიხედვით, სერიალის გადაღებები 25 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მოულოდნელი ტრაგიკული შემთხვევის გამო, გაურკვეველი დროით შეჩერდა.

  • "Emily In Paris"-ის მეხუთე სეზონის ათივე სერიის პრემიერა 18 დეკემბერსაა დაგეგმილი.

ბორელა იტალიაში დაიბადა და მთელი თავისი კარიერის განმავლობაში რომში, ლონდონსა და ნიუ-იორკში მუშაობდა.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა