უკრაინელებმა დონეცკის ოლქში, ლიმანის მიმართულებით, ნოვომიხაილოვკაზე კონტროლი დაიბრუნეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია დაზვერვის მთავარ სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს.

"მტერმა პირადი შემადგენლობიდან დაახლოებით ასეული დაკარგა და იძულებული გახდა, რეზერვები ფრონტის სხვა ნაწილებიდან გადაეყვანა“, - განაცხადეს დაზვერვის მთავარ სამმართველოში.
ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ გუშინ განაცხადა, რომ უკრაინელებმა დონეცკის ოლქის სოფლები : ზელენი გაი, იხაილოვკა და ვლადიმიროვკა გაათავისუფლეს.