ავტორი:

სტინგს ყოფილი ჯგუფის წევრები უჩივიან - რას წერს მედია ახალ სკანდალზე

სტინგს ყოფილი ჯგუფის წევრები უჩივიან - რას წერს მედია ახალ სკანდალზე

მომღერალ სტინგს ყოფილი კოლეგები უჩივიან. ჯგუფ The Police-ის წევრები ფრონტმენს მათი ჰონორარების მითვისებაში ადანაშაულებენ, რომელიც მილიონობით ფუნტს შეადგენს.

  • მსოფლიოში ცნობილ 73 წლის მომღერალს სასამართლოში The Police-ის წევრებმა გიტარისტმა ენდი სამერსმა და დრამერმა სტიუარტ კოუპლენდმა უჩივლეს.

როგორც წყარომ The Sun-ს განუცხადა: „ეს დავა საკმაოდ დიდი ხანია გრძელდება. ადვოკატებმა არაერთხელ სცადეს სასამართლოს გარეშე შეთანხმების მიღწევა, მაგრამ უშედეგოდ.

ენდიმ და სტიუარტმა გადაწყვიტეს, რომ სასამართლოში მისვლას ალტერნატივა არ ჰქონდა. ისინი ამბობენ, რომ მილიონობით ფუნტის ოდენობის ჰონორარი ეკუთვნით.“

1983 წლის ფოტო. სტინგი, ჯგუფის გიტარისტ ენდი სამერსი (მარჯვნივ) და დრამერი სტიუარტ კოუპლენდი

  • ლონდონის უზენაესი სასამართლოში მოპასუხე - სტინგი მისი ნამდვილი სახელით, გორდონ მეთიუ სამნერით წარდგება.

ვარაუდობენ, რომ ვარსკვლავი 80-იანი წლების პოპულარული ჰიტიდან Every Breath You Take, დღემდე გამოიმუშავებს წელიწადში მინიმუმ 550,000 ფუნტ სტერლინგს. თუმცა, ჯგუფის წევრები, სამერსი და კოუპლენდი, სინგლის სიმღერების ავტორებად არ იყვნენ მოხსენიებულნი, შესაბამისად, მათ არასოდეს მიუღიათ ალბომიდან ჰონორარი.

ჯგუფი The Police ლონდონში 1977 წელს ჩამოყალიბდა მალევე მოიპოვა პოპულარობა. საერთო ჯამში მათ გამოუშვეს ხუთი სინგლი, რომლებიც დიდ ბრიტანეთში ჩარტების სათავეში მოექცნენ და ასევე აშშ-ში პირველი ადგილი დაიკავეს სინგლით „Every Breath You Take“.

წყარო