"უკრაინის ლეგენდა 2025" -ის დაჯილდოების ღონისძიებაზე, დამსწრეების წინაშე ქართველი მუსიკოსები ნინო ქათამაძე და ნიკოლოზ რაჭველი წარდგნენ.
ქათამაძის მიერ შესრულებულმა ემოციურმა სიმღერამ დარბაზში მყოფი სტუმრები, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტი აატირა. დაჯილდოების ცერემონიაზე იმყოფებოდნენ უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა, ცნობილი უკრაინელი მომღერალი სვიატოსლავ ვაკარჩუკი და სხვა გამორჩეული სახეები.
წამყვანმა საქართველოდან მიწვეული სტუმრები განსაკუთრებული სიყვარულით წარადგინა.
“ახლა გადაიცა უკრაინის სატელევიზიო არხების პირდაპირ ეთერში. ღონისძიება კი რამდენიმე დღის წინ ჩატარდა.
ესაა ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი და საპატიო ჯილდოს - “უკრაინის ლეგენდა 2025“ წლის დაჯილდოების ცერემონიალი, წოდება, რომელსაც სხვადასხვა დარგში ღვაწლმოსილ უკრაინელ მოღვაწეებს გადასცემენ.
რომ შეიტყვეს, რომ კიევში ვიყავით და დაგეგმილი კონცერტებისთვის ვემზადებოდით, გვთხოვეს მონაწილეობის მიღება. ძალიან ამაღელვებელი იყო სლავა ვაკარჩუკის ემოციური ჩახუტება და აცრემლებული პრეზიდენტისა და მთელი პუბლიკის ფეხზე წამოდგომა უპირველესად ნინოს მიმართ!

დაუვიწყარი წუთები იყო… ძალიან… გაუმარჯოს გმირ ხალხს! გაუმარჯოს ჩვენს ერებს შორის უპირობო და დაუსრულებელ მეგობრობას!“ - წერს ნიკოლოზ რაჭველი.