ავტორი:

20 დაღუპული, მათ შორის, 4 ჟურნალისტი - ისრაელმა ღაზაში საავადმყოფოზე მიიტანა იერიში: რას წერს მედია?

20 დაღუპული, მათ შორის, 4 ჟურნალისტი - ისრაელმა ღაზაში საავადმყოფოზე მიიტანა იერიში: რას წერს მედია?

ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ღაზაში მდებარე საავადმყოფოზე დარტყმის შედეგად, 20 ადამიანი, მათ შორის, 4 ჟურნალისტი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Axios-ი ავრცელებს.

  • ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა სარაკეტო დარტყმები სამხრეთ ღაზაში მდებარე ალ-ნასერის საავადმყოფოზე განახორციელეს.

ისრაელის სარაკეტო დარტყმებს Reuters-ის, Associated Press-ის, NBC–ისა და "ალ-ჯაზირას“ ჟურნალისტები ემსხვერპლნენ.

ისრაელის თავდაცვის ძალებში დაადასტურეს, რომ საავადმყოფოს ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა, ნადავ შოშანმა განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ეიალ ზამირმა, მომხდართან დაკავშირებით გამოძიების დაწყების ბრძანება გასცა.