ამერიკელმა რეჟისორმა ვუდი ალენმა მოსკოვის საერთაშორისო კინო კვირეულში დისტანციურად, ვიდეო ჩართვით მიიღო მონაწილეობა.
სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვუდი ალენის ეს ნაბიჯი იმ სისასტიკის უგულებელყოფაა, რასაც რუსეთი უკრაინაში სჩადის უკვე წლებია.
რეჟისორმა კრიტიკას უპასუხა და აღნიშნა, რომ მისი აზრით, შემოქმედებითი კავშირების შეწყვეტა, ვერავის დაეხმარება/
"როდესაც საქმე უკრაინაში კონფლიქტს ეხება, მტკიცედ მწამს, რომ ვლადიმერ პუტინი სრულიად ცდება. მის მიერ დაწყებული ომი საშინელია. მაგრამ რასაც არ უნდა აკეთებდნენ პოლიტიკოსები, არ მგონია, რომ შემოქმედებითი დიალოგის დასრულება დახმარების კარგი გზა იყოს", - თქვა ვუდი ალენმა ბრიტანულ "გარდიანთან"