ავტორი:

სალომე ზურაბიშვილს, რომელიც პროცესზე დასასწრებად სასამართლოში მივიდა, შენობაში არ უშვებენ - მას პირადობის მოწმობა თან არ აქვს

სალომე ზურაბიშვილს, რომელიც პროცესზე დასასწრებად სასამართლოში მივიდა, შენობაში არ უშვებენ - მას პირადობის მოწმობა თან არ აქვს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის საქმესთან დაკავშირებულ პროცესზე დასასწრებად სასამართლოში მივიდა, შენობაში არ უშვებენ.

  • აღნიშნულის მიზეზი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის არქონაა. ზურაბიშვილმა მანდატურის სამსახურის თანამშრომელს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ფოტო ანახა, თუმცა მას უშუალოდ მოწმობას სთხოვენ.

"არ მოეწონათ სურათი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი ამ წუთებში ელოდება, რომ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა მიუტანონ.