საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ქართული მართვის მოწმობის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა, რის თაობაზეც უწყება სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 700 აშშ დოლარის სანაცვლოდ მოქალაქეზე გაასაღა ყალბი ქართული მართვის მოწმობა.

საგამოძიებო სამსახური დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ექვს წლამდე ვადით" , - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.