საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აქციაზე დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესზე შეუშვეს. როგორც ადვოკატმა ეკა ბესელიამ სხდომათა დარბაზში განმარტა, სალომე ზურაბიშვილს პირადობის მოწმობა მოუტანეს და ამის შემდგომ მოხდა მისი დაშვება პროცესზე.
"ვთხოვე სხდომის მდივანს, თქვენთვის ეთქვა ის, რომ მანდატურის სამსახურს სხდომათა დარბაზში შემოეშვა სალომე ზურაბიშვილი და თქვენ უარი განაცხადეთ… გვითხოვია თანაშემწისთვის, რომ როცა პირადობის ვერსია არ ჰქონია პირს, შემოგეშვათ და მაინც შემოგიშვიათ… ახლა ეს უხერხულია.
ყოფილი არ არსებობს, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნახევარ საათზე მეტია დგას შემოსასვლელთან და უხერხულია, როდესაც მას არ უშვებენ სასამართლოში. მაინტერესებს თქვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. არ ყოფილა ისეთი პრეცედენტი, როდესაც იდენტიფიცირებულია [პირადობაზე პირის ვინაობა და არ შემოუშვეს დარბაზში]“, - მიმართა ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ მოსამართლეს.
აღნიშნულზე განმარტებები გააკეთა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა.
"ხომ ბრძანეთ, რომ პირადობა არ აქვსო, პირადობის ქონის შემთხვევაში არასდროს ყოფილა სასამართლოში შემოსვლა პრობლემა. დღევანდელ სხდომაზე დასკვნით სიტყვას ვისმენთ ქალბატონო ნათია და შესაბამისად, სასამართლოს მოახსენეთ, დაცვის მხარიდან რომელი იტყვის დასკვნით სიტყვას“, - განმარტა გალუსტაშვილმა.