ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა ეკა ბესელიამ სასამართლოს ლექსი წაიკითხა, რომელიც მისი თქმით, ანდროს ბავშვებმა და ხანდაზმულებმა დაუწერეს. ლექსის სახელწოდებაა "კურნავს სიცილი"
"გააღეთ საკანი. ის გველოდება. სეანსი გვაქვს ჩანიშნული. კურნავს სიცილით.
მე ლიზი ვარ, რვა წლის, დიაგნოზით - ლეიკემია.
მან ჩემი თეთრი უჯრედები სიცილით უნდა ამოავსოს.
მე მელისა ვარ, შვიდი წლის, მან დამაჯერა, რომ სიცილი დაამარცხებს დაავადებას.
მართა ბებო ვარ, მოხუცებულთა თავშესაფრიდან. ჩვენს მარტოობას ანუგეშებს მისი სიცილი.
გააღეთ კარი. მელოდებიან…
მოსამართლემ აიცილა მისი სიცილი, პროკურორმა აიცილა მისი სიცილი, ცრუ მოწმეებმაც აიცილეს მისი სიცილი
ერთხმად დათანხმდნენ უკურნებელ ავადმყოფობას.
სიცილი მაინც გამოძვრება ყველა საკნიდან, სიმართლე მაინც გამოძვრება ყველა საკნიდან, არ დამარცხდება”. - წაიკითხა ადვოკატმა დასკვნითი სიტყვის თქმის დროს.