ავტორი:

ცნობილი ადამიანები, რომელთა შვილები სტუდენტები გახდნენ

ცნობილი ადამიანები, რომელთა შვილები სტუდენტები გახდნენ

2025 წლის ეროვნული გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა. წელს 31 700-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, 6 500-ზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა. ყოველწლიურად განსაკუთრებული ინტერესია ხოლმე ცნობილი ადამიანების აბიტურიენტი შვილების მიმართ.

"დაუფასდა შრომა, გილოცავ, დე, სულ წარმატებები, ჩემო ბიჭო. ძალიან ამაყი ვარ, ბედნიერი სტუდენტობა, (ეკონომიკის ფაკულტეტი)“, - წერს ცნობილი მსახიობი ია სუხიტაშვილი.

როგორც მსახიობი კახა გოგიძე წერს, მისი უმცროსი შვილი ერთდროულად სამ უნივერსიტეტში ჩაირიცხა. "სულ "ვბლატაობდი" შვილებთან, რომ ყოფილმა ოროსანმა, სამჯერ დავამთავრე უნივერსიტეტი და სამი დიპლომი მაქვს, ჩემმა უმცროსმა ესეც მომისპო, ოთხში ერთად ჩააბარა და ოთხივეში მოხვდა, ესპანეთში, შტატებში, ბულგარეთში და საქართველოს უნივერსიტეტში, რა სასტიკია ეს ვირიშვილი, მამა ასე უნდა დაჩაგრო?“

სტუდენტი გახდა აქციების დროს დაკავებული არჩილ მუსელიანცი. მან ერთიანი ეროვნული გამიცდები წინასწარი პატიმრობის პირობებში ჩააბარა.

ქრისტინე იმედაძის ქალიშვილმა ტაისია ჯაკობიამ არჩევანი გააკეთა კავკასიის უნივერსიტეტზე, სადაც ფსიქოლოგიას შეისწავლის. მისი ბებია შვილიშვილზე წერს:

"ტაისია, ჩემი საყვარელი გოგო, მიუხედავად იმისა,რომ მთელი ივნისი 41 გრადუსი სიცხით ურთულეს ავადმყოფობას ებრძოდა, მაინც გახდა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი!"

ქრისტინე კი შვილს ასე ულოცავს:გილოცავ წინააღმდეგობების ყველა ტური მოიგე რა მაგარი გოგო ხარ! წარმატებები.