ავტორი:

მარიამ ხაჭვანის ფილმმა "კაცების მიწა" სარაევოს კინოფესტივალის მთავარი ჯილდო მოიპოვა

მარიამ ხაჭვანის ფილმმა "კაცების მიწა" სარაევოს კინოფესტივალის მთავარი ჯილდო მოიპოვა

ბოსნია და ჰერცეგოვინაში სარაევოს 31-ე კინოფესტივალი გაიმართა, სადაც წლევანდელი გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

საუკეთესო მხატვრული ფილმისთვის „სარაევოს გული“ ერგო სტეფან ჯორდევიჩის ფილმს „ქარო, მელაპარაკე“, ხოლო საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ჯილდო მიიღო ივეტ ლოკერის ფილმმა „ჩვენი დროც მოვა“.

  • ხოლო მარიამ ხაჭვანის დოკუმენტურმა ფილმმა "კაცების მიწა" სარაევოს კინოფესტივალის მთავარი ჯილდო მოიპოვა.

ფილმი უშგულის მთებშია გადაღებული და მომღერლობაზე მეოცნებე ქალის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც საკუთარი მიწის შესანარჩუნებლად იმ ადათ - წესებსა და ტრადიციებს ებრძვის, რომელიც ქალებს უთანასწორო პირობებში აყენებს.

ფილმის გადაღებები სვანეთში, ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. დოკუმენტური ნამუშევარი მოგვითხრობს სვანურ ტრადიციაზე, რომლის მიხედვითაც თუ ოჯახში ვაჟი არ ჰყავთ, მიწა უახლოეს მამაკაც ნათესავს უნდა გადაეცეს, რომელიც ოჯახის გვარს გააგრძელებს.

მარიამ ბაკაჩო ხაჩვანს “სარაევოს გული“ საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმისთვის გადაეცა.

კადრი ფილმიდან “კაცების მიწა“.

მხატვრული და დოკუმენტური ჟანრის ნაზავ ფილმში “ქარო, მელაპარაკე“, მთავარ როლებს სერბი რეჟისორი და მისი ოჯახი ასრულებენ.

კადრი ფილმიდან “ქარო, დამელაპარაკე“

ჯილდოს მიღებისას ჯორჯევიჩმა სერბეთში ქვეყნის პრო-მოსკოვური პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩისა და მთავრობის წინააღმდეგ ბოლო დროს მომხდარი არეულობა და ძალადობრივი შეტაკებები წარმოაჩინა.

მშვიდობიანი დემონსტრაციები ქვეყანაში ნოემბერში რკინიგზის სადგურის ჩამონგრევის შემდეგ დაიწყო მაშინ შემთხვევას 16 ადამიანი ემსხვერპლა. ქუჩაში გამოსულები ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებენ და პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ.

„ამას ვუძღვნი დედაჩემს, ასევე ყველა დედას, რომლებიც სერბეთში მთელი ღამე ფხიზლად არიან და ღელავენ, რომ მათ შვილებს ქუჩაში სასტიკად სცემენ და დააპატიმრებენ“, - თქვა რეჟისორმა სარაევოს საუკეთესო მხატვრული ფილმის ჯილდოს შესახებ.

კადრი ფილმიდან “ჩვენი დროც მოვა“

ფილმი „ჩვენი დროც მოვა“, სხვადასხვა რასის წარმომადგენელ წყვილზე მოგვითხრობს.

„გამბიელ სიაკა და მისი მეუღლე - ვიქტორია თავიანთ „სამშობლოში“ - ავსტრიაში დაბრუნდნენ, რათა სტაბილური ყოფა და ოჯახი შექმნან. ორივე ენერგიის დიდ ნაწილს საერთო უტოპიის შექმნაში დებს, მაგრამ კულტურული განსხვავებები, სოციალური სტრუქტურები უცვლელი რჩება და მათთვის რთულია საკუთარი ისტორიისა და ტრადიციების მოშორება“, - ნათქვამია ფილმის მოკლე შინაარსში.

  • ფესტივალის ოთხ საკონკურსო სექციაში - მხატვრული, დოკუმენტური, მოკლემეტრაჟიანი და სტუდენტური ფილმებისთვის, ნაჩვენები იყო 15 მსოფლიო, ექვსი საერთაშორისო, 28 რეგიონული და ორი ეროვნული პრემიერა. „სარაევოს გულის“ ჯილდოსთვის სულ 50 ფილმი იბრძოდა.

საუკეთესო რეჟისორის ჯილდოს მფლობელი ფილმისთვის „სორელა დი კლაუსურა“ გახდა ივანა მლადენოვიჩი. საუკეთესო მსახიობი ქალისა და მსახიობი ქალის ჯილდოები გადაეცათ “კუკლას ფენტეზი“-ს დასის მსახიობებს - სარა ალ სალეჰს, ალინ იუჰარტის, მინა მილოვანოვიჩისა და მია შკრბინაკის, ხოლო ანდრია კუზმანოვიჩს „იუგო ფლორიდაში“ შესრულებული როლისთვის.

სარაევოს კინოფესტივალზე იმყოფებოდნენ ისეთი ცნობილი მსახიობები, როგორიცაა უილემ დეფო, სტელან სკარსგარდი და რეი უინსტონე.

იხილეთ სარაევოს 31-ე კინოფესტივალის ყველა გამარჯვებული.