ავტორი:

მიწისძვრა საქართველოს საზღვრიდან ახლოს - დაღესტანში დაფიქსირებული 5.5 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები თბილისშიც იგრძნობოდა

მიწისძვრა საქართველოს საზღვრიდან ახლოს - დაღესტანში დაფიქსირებული 5.5 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები თბილისშიც იგრძნობოდა

რუსეთში, დაღესტანში, საქართველოს საზღვრიდან – 131 კმ-ში მიწისძვრა მოხდა. საქართველოს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრე 5. 5 მაგნიტუდას შეადგენდა.

სოციალურ ქსელებში მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ მიწისქვეშა ბიძგები საქართველოში, მათ შორის თბილისშიც იგრძნობოდა.