ავტორი:

პირველი და ერთადერთი შემთხვევა ისტორიაში - მეცნიერებმა კოსტა-რიკის სანაპიროზე უჩვეულო,  ნარინჯისფერი ზვიგენი აღმოაჩინეს

პირველი და ერთადერთი შემთხვევა ისტორიაში - მეცნიერებმა კოსტა-რიკის სანაპიროზე უჩვეულო,  ნარინჯისფერი ზვიგენი აღმოაჩინეს

მეცნიერებმა კოსტა-რიკის სანაპიროზე უცნაური, ნარინჯისფერი ზვიგენი აღმოაჩინეს. როგორც აღმოჩნდა, კანი ფერი ორი გენეტიკური დაავადებით იყო გამოწვეული, რაც ღრმა ზღვის მტაცებლებს შორის ძალიან იშვიათია.

სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ზვიგენი 2024 წლის აგვისტოში კოსტა-რიკის ტორტუგეროს ეროვნულ პარკში თევზაობის დროს იპოვეს. ეს ნარინჯისფერი ზვიგენის დაფიქსირების პირველი და ერთადერთი შემთხვევაა.

  • სავარაუდოდ, იგი ქსანთიზმით დაიბადა, გენეტიკური მდგომარეობით, რომელიც იწვევს მუქი პიგმენტაციის დაკარგვას და უფრო გამოკვეთილს ხდის ღია ფერებს, როგორიცაა ნარინჯისფერი და ყვითელი. მეცნიერების თქმით, მას ასევე ალბინიზმი აქვს — კიდევ ერთი გენეტიკური მდგომარეობა, რომელიც ორგანიზმში მელანინის გამომუშავებას აქვეითებს.

მეცნიერების ვარაუდით, მის კაშკაშა ელფერს შესაძლოა გარემო ფაქტორებიც უწყობდა ხელს, მათ შორის, შეჯვარება, სტრესი და ჰორმონალური დისბალანსი.

"შეჯვარება ახლო მონათესავე ინდივიდებს შორის, გარემოში არსებული სტრესი, ტემპერატურის მატება და ჰორმონალური დისბალანსი — ეს ყველაფერი შეიძლება პიგმენტაციაზე მოქმედებდეს", — განმარტავენ მკვლევრები.

მიიჩნევა, რომ ასეთ ცხოველებს გადარჩენის შანსი ნაკლები აქვთ, რადგან მტაცებლებისთვის უფრო შესამჩნევები ხდებიან. თუმცა, კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ნარინჯისფერი ზვიგენის ზომა ზრდასრულისას მიესადაგება. შესაბამისად, როგორც ჩანს, უჩვეულო შეფერილობას მისთვის გადარჩენაში ხელი არ შეუძლია.

წყარო