ავტორი:

“ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორების ჯგუფი ირანში დაბრუნდა“ - რაფაელ გროსი

“ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორების ჯგუფი ირანში დაბრუნდა“ - რაფაელ გროსი

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ სააგენტოს ინსპექტორები ირანში დაბრუნდნენ.

„ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ინსპექტორების პირველი ჯგუფი ირანში დაბრუნდა და მუშაობას მალე გავაგრძელებთ“, - განაცხადა რაფაელ გროსიმ.

მისი თქმით, ირანში ბევრი ბირთვული ობიექტია, რომელთაგან ზოგიერთი ისრაელისა და აშშ-ის მიერ დაიბომბა.

შეგახსენებთ, IAEA-ს ინსპექტორებმა ირანი ივნისში, ისრაელსა და ირანს შორის 12-დღიანი ომის დაწყებამდე დატოვეს.