ავტორი:

რუსეთში ნავთობსადენი აფეთქდა - მოსკოვში ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირება შეჩერებულია, “ტრანსნეფტის“ წარმომადგენლები ზარალს ითვლიან.

რუსეთში ნავთობსადენი აფეთქდა - მოსკოვში ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირება შეჩერებულია, “ტრანსნეფტის“ წარმომადგენლები ზარალს ითვლიან.

რუსეთში, „რიაზან-მოსკოვის“ ნავთობსადენი აფეთქდა და რუსეთის დედაქალაქში ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირება განუსაზღვრელი ვადით შეჩერებულია, - ინფორმაციას უკრაინული მედია ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ცნობით, ძლიერი აფეთქება მოხდა რიაზანის ოლქში მდებარე მთავარ ნავთობსადენზე, რომელიც მოსკოვისთვის ნავთობპროდუქტების მიწოდების ერთ-ერთი მთავარი წყაროა.

წყაროები, რომლებიც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლები არიან, მედიასთან საუბარში აცხადებენ, რომ ინციდენტის შედეგად, მოსკოვში ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირება განუსაზღვრელი ვადით შეჩერდა და “ტრანსნეფტის“ წარმომადგენლები ზარალს ითვლიან.

წყარო