აგვისტოს დასაწყისში ცნობილი გახდა, ყოფილ ტელეწამყვან სალომე გოგიაშვილისა და ყოფილი მოდელის ლიკა შენგელიას კონფლიქტის შესახებ. ეს არ იყო ჩვეულებრივი დაპირისპირება – თავიდანვე დაძაბული სიტუაცია მალე გადაიზარდა, როგორც დაპირისპირებული მხარეები ამბობენ, ცილისწამებაში და ისინი საჯაროდ ადანაშაულებდნენ ერთმანეთს.
ყველაფერი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტებით გახდა ცნობილი - როდესაც ყოფილი ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი და ყოფილი მოდელი ლიკა შენგელია ერთმანეთს სტატუსებით დაუპირისპირდნენ. მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სალომე გოგიაშვილი ლიკა შენგელიას ფიზიკურად გაუსწორდა. ლიკა შენგელიამ საკუთარ პროფილზე ფოტოები და პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ მას თავს დაესხნენ და თავში ჩაქუჩი ჩაარტყეს.
თავის მხრივ, სალომე გოგიაშვილმა "ოჯახების დამანგრეველ ქალებზე“ დაწერა, თუმცა კონკრეტული სახელები არ დაუწერია.

მომხდარს საზოგადოების მყისიერი რეაქცია მოჰყვა. სოციალური ქსელის მომხმარებლებმა დაუყოვნებლივ დაასახელეს კონფლიქტის მონაწილეები, რამაც დაპირისპირება საჯარო განხილვის საგნად აქცია. სალომე გოგიაშვილმა ვრცელი ვიდეომიმართვა გაავრცელა და ლიკა შენგელია ცილისწამებაში დაადანაშაულა. ის ამტკიცებდა, რომ შენგელიას ბრალდებები "აბსურდული“ იყო და საქმის სასამართლოში გაგრძელებას აპირებდა, რათა თავისი სიმართლე დაემტკიცებინა და შვილების ინტერესები დაეცვა.
ლიკა შენგელიამ ამ ყველაფერს ვრცელი პოსტით უპასუხა. აღნიშნა, რომ მიზანი იყო საზოგადოებას სალომე გოგიაშვილის "ნამდვილი სახე“ დაენახა. შენგელია წერდა, რომ იცოდა, ცილისწამებაში დაადანაშაულებდნენ, თუმცა მისთვის "სიმართლის თქმა“ და თავის დაცვა ამად ღირდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ "ომში“ მარტო უწევდა ბრძოლა, მაგრამ ხალხის მხარდაჭერა ძალას მატებდა.
რამდენიმედღიანი პაუზის შემდეგ, როცა დაპირისპირება თითქოს მივიწყებას მიეცა, სკანდალი ახალი ძალით განახლდა. ლიკა შენგელიამ მხოლოდ მეგობრებისთვის გამოაქვეყნა ვრცელი პოსტი, თუმცა სალომე გოგიაშვილმა ის გაასაჯაროვა, რასაც საპასუხო ვიდეოებიც მოაყოლა.

"ცოცხალი რომ გადავრჩი ორი ადამიანის დამსახურებაა ეკა ჭუმბურიძის, მეგობრის რომელიც სამი ღამე მითენებდა და სისულელეს გადამარჩინა და ჩემი პატარების მამის ბიძოს წყალობით, რომელიც გვერდიდან არ მომშორებია და კლდესავით მიდგას გვერდში და პირველი წამიდან ოდნავი ეჭვი არ შეჰპარვია ჩემს სიმართლეში! მადლობა ამ ადამიანებს და ყველას თქვენ, ვინც მომწერეთ, ვინც გამამხნევეთ და მაგრძნობინეთ, რომ ჩემს გვერდით ხართ!
უფალმა ასმაგად დაგიფაროთ ყველა! მე არაფერი მჭირს საიმისო რომ გავჩუმდე! პირადი ინფორმაციის ფარული ჩაწერა და გავრცელება, ამხელა ცილისწამება და თავდასხმა, ცოტა ბევრი ხომ არ არის იმისთვის რომ გაჩუმდე?! ჩემს შვილს რომ შეეხო და მისი სასოწარკვეთილი ემოციური ფონი რომ გამოიყენა, რომელმაც კინაღამ დედა დაკარგა, მარტო ამას არ ვაპატიებ არც მე და არც უფალი!
ამიერიდან მაგან იკითხოს ყველამ რომ მისი მახინჯი სახე დაინახა ყველანაირი გაგებით, თორემ მე ვაგრძელებ ისევ ჩემს ლამაზ ცხოვრებას ჩემს დიდ ოჯახთან ერთად, რომელიც ერთ დიდ შეკრულ მუშტად მიდგას გვერდში!“ - წერს ლიკა შენგელია.

რადგან ორივე მხარე აცხადებს, რომ აპირებს საკუთარი სიმართლის დამტკიცებას, ეს სკანდალი ალბათ კიდევ დიდხანს დარჩება საზოგადოების ყურადღების ცენტრში.
წაიკითხეთ ასევე: