ავტორი:

რუსეთმა უკრაინაზე კომბინირებული თავდასხმა განახორციელა - კიევში დაიღუპა სულ მცირე 4 ადამიანი, მათ შორის ბავშვები: ნანგრევებში მოყოლილებს ამ დრომდე ეძებენ (ფოტო/ვიდეო)

რუსეთმა უკრაინაზე კომბინირებული თავდასხმა განახორციელა - კიევში დაიღუპა სულ მცირე 4 ადამიანი, მათ შორის ბავშვები: ნანგრევებში მოყოლილებს ამ დრომდე ეძებენ (ფოტო/ვიდეო)

რუსეთმა უკრაინაზე ღამის განმავლობაში კომბინირებული დარტყმები განახორციელა.

უკრაინის დედაქალაქ კიევში რუსების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა.

დარნიცას რაიონში სრულიად განადგურებულია 5 სართულიანი კორპუსი. დაზიანებულია მრავალსართულიანი კორპუსები, მანქანები, ოფისები და სავაჭრო ცენტრები.

ვინნიცაში დაარტყეს ენერგოობიექტებს, დენი არ მიეწოდება 60 ათასამდე აბონენტს 29 დასახლებულ პუნქტში. შეფერხებებია რკინიგზაზე.

ზაპოროჟიეში დაარტყეს სამრეწველო ობიექტს, ხანძარია.

დნეპროვსკის რაიონი 25-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა. ასევე დაზიანდა ეზოში მდებარე კერძო ავტომობილები და ხანძარი გაჩნდა საოფისე შენობაში.

სამაშველო ოპერაციები გრძელდება და ნანგრევებში ადამიანებს ამ დრომდე ეძებენ. როგორც მედია წერს, შესაძლოა გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდოს.

"ჩვენ ჩინეთის რეაქციას ველოდებით იმაზე, თუ რაც ხდება. ჩინეთმა არაერთხელ მოუწოდა ომის მასშტაბების არ გაფართოებაზე და ცეცხლის შეწყვეტაზე, რასაც რუსეთი არ აკეთებს. ჩვენ ველოდებით უნგრეთის რეაქციას. ბავშვების სიკვდილი იმაზე უფრო მძიმე ემოციებს იწვევს, ვიდრე სხვა რამე დანარჩენი," - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

  • “რუსეთმა უკრაინას 629 საჰაერო თავდასხმის ობიექტით შეუტია,“ - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 589 რუსული სამიზნე ობიექტი გაანეიტრალა.

საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით 598 დრონი, „კინჟალის“ ტიპის 2 რაკეტა, „ისკანდერ-მ“ ტიპის 9 ბალისტიკური რაკეტა და Х-101-ის ტიპის 20 ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს.

რუსული დრონებისა და რაკეტების დარტყმები 13 ლოკაციაზე დაფიქსირდა.

განახლებული ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე 10 ადამიანი.

წყარო

  • განახლება 12:26

უკრაინის ხელისუფლების განახლებული ინფორმაციით, კიევში სულ მცირე 12 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი, დაიღუპა, 48 კი დაშავდა. საცხოვრებელი სახლი, რომელსაც რაკეტა მოხვდა განადგურებულია.