ავტორი:

მორიგი აღმოჩენა დმანისში: "ამას შეუძლია დიდი ინფორმაცია მოგვაწოდოს კაცობრიობის შესახებ“ - რას წერს Reuters-ი?

მორიგი აღმოჩენა დმანისში: "ამას შეუძლია დიდი ინფორმაცია მოგვაწოდოს კაცობრიობის შესახებ“ - რას წერს Reuters-ი?

“არქეოლოგებმა საქართველოში 1,8 მილიონი წლის წინანდელი ყბის ძვალი აღმოაჩინეს, რომელიც ადამიანის ადრეულ სახეობას ეკუთვნის", - ამის შესახებ Reuters წერს და ექსპედიციის დეტალებს ჰყვება.

დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ოროზმანში აღმოჩენილი ძვალი ჰომინიდებს (პირველყოფილ ადამიანებს) ეკუთვნის. არქეოლოგების თქმით, ეს ნათელს მოჰფენს ევრაზიის კონტინენტზე პრეისტორიული ადამიანების ზოგიერთ უძველეს დასახლებას.

“ოროზმანის ქართული ძეგლი, ორ ავტოსადგომზე პატარაა, მაგრამ ისტორიით მდიდარი. ის გვთავაზობს მინიშნებებს Homo erectus-ის, მონადირე-შემგროვებელი სახეობის, შესახებ, რომელმაც, მეცნიერების აზრით, მიგრაცია დაახლოებით ორი მილიონი წლის წინ დაიწყო,“ - წერს გამოცემა.

"ოროზმანში აღმოჩენილი ადრეული ადამიანისა და ნამარხი ცხოველების ნაშთების შესწავლა საშუალებას მოგვცემს, განვსაზღვროთ ევრაზიის პირველი კოლონისტების ცხოვრების წესი. ვფიქრობთ, ოროზმანს შეუძლია დიდი ინფორმაცია მოგვაწოდოს კაცობრიობის შესახებ“, - განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქვის ხანის არქეოლოგიის პროფესორმა გიორგი ბიძინაშვილმა.

გარდა ყბის ძვლისა, არქეოლოგებმა ასევე აღმოაჩინეს ცხოველების ნამარხები, მათ შორის ხმალკბილა ვეფხვის, სპილოს, მგლის, ირმისა და ჟირაფის, ასევე ქვის იარაღების სამალავი.

ქვედა ყბის ძვალი იპოვეს საქართველოს დედაქალაქიდან, თბილისიდან, სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 100 კმ-ში.

2022 წელს სოფელ დმანისში აღმოჩენილი იქნა ადრეული ადამიანის კბილი და 1.8 მილიონი წლის ადამიანის თავის ქალები.

წყარო

იხილეთ ასევე: