ავტორი:

დუბაის პრინცესა ქორწინდება - ვინ არის უმდიდრესი კაცის მემკვიდრე, რომელიც ქმარს ერთი წლის წინ სკანდალურად დაშორდა

დუბაის პრინცესა ქორწინდება - ვინ არის უმდიდრესი კაცის მემკვიდრე, რომელიც ქმარს ერთი წლის წინ სკანდალურად დაშორდა

დუბაის მილიარდერი მმართველის ქალიშვილი რეპერ ფრენჩ მონტანაზე დაინიშნა. ზუსტად ერთი წლის წინ არაბმა პრინცესამ ყველასთვის მოულოდნელად, თავისი პირველი ქორწინების დასრულების შესახებ გამოაცხადა და ყოფილი ქმარი ღალატში დაადანაშაულა.

მაროკოელ-ამერიკელმა რეპერმა ქარიმ ხარბუშმა, რომელიც ფრენჩ მონტანას სახელით არის ცნობილი. შეიხა მაჰრა ბინთ მოჰამად ბინ რაშიდ ალ მაკტუმს ხელი პარიზში, ივნისში სთხოვა და ეს ამბავი ახლახან გახდა ცნობილი.

  • რეპერის წარმომადგენლებს დეტალები და ქორწილის თარიღი ჯერჯერობით არ გაუმჟღავნებიათ.

  • მაჰრა დუბაის მმართველის მოჰამად ბინ რაშიდ ალ მაკტუმის ქალიშვილია.

სამგზის "გრემის“ ნომინანტი რეპერი პრინცესასთან პირველად 2024 წელს შენიშნეს.

პრინცესას პირველმა ქორწინებამ სულ სამ თვეს გასტანა.

ეს მეორე ქორწინებაა არა მხოლოდ არაბი პრინცესისთვის, არამედ რეპერისთვისაც. მონტანას, რომელიც 2018 წლის ივნისიდან აშშ-ის მოქალაქე გახდა, პირველი ქორწინებიდან უკვე ჰყავს ვაჟი.

წყარო