ჰოლივუდის ვარსკვლავს, მიკი რურკს სკანდალები არასდროს აკლდა. რამდენიმე თვის წინ მსახიობი ბრიტანული შოუდან “Celebrity Big Brother“ გააძევეს, რის შემდეგაც საზოგადოებისგან და პაპარაცების არეალიდან გაქრა.

მსახიობი სატელევიზიო შოუს დატოვებიდან ოთხი თვის შემდეგ კალიფორნიაში, ბევერლი ჰილსში, საკუთარი სახლის კართან შენიშნეს, როდესაც დაახლოებით ერთი საათი ესაუბრა დეზინფექციის სამსახურის წარმომადგენელს.


დაჭმუჭნილ ჰუდსა და სპორტულ შარვალში გამოწყობილი გამხდარი ადამიანი, აწეწილი ჭაღარა თმითა და მობერებული სახით აშკარად განსხვავდებოდა ჰოლივუდის იმ ვარსკვლავის იმიჯისგან, რომლითაც მაყურებელს დაამახსოვრა თავი.

