აშშ-ში, ვისკონსინში მცხოვრებმა სამი შვილის მამამ საკუთარი სიკვდილი გააყალბა, რათა ახალი ცხოვრების დასაწყებად ევროპაში გაქცეულიყო.
სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ის საქართველოში უზბეკ ქალთან შესახვედრად ჩავიდა, რომელიც ონლაინ გაიცნო.
მოსამართლემ მამაკაცს 89 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გარდა სასჯელისა, გრინ ლეიკის ოლქის საოლქო სასამართლოს მოსამართლე მარკ სლეიტმა მას 30 000 აშშ დოლარის ანაზღაურება დააკისრა. სწორედ ამდენი დაოჯახრა მის სამძებრო სამუშაოებში.
“ვნანობ იმ ღამეს ჩადენილ ქმედებებს და იმ ტკივილს, რაც ჩემს ოჯახს და მეგობრებს მივაყენე“, - განაცხადა ბრალდებულმა სასამართლოზე.
მამაკაცს ბრალი მას შემდეგ წაუყენეს, რაც ის აშშ-ში დაბრუნდა. მისმა მეუღლემ კი განქორწინება მოითხოვა.