ავტორი:

გამოძიება დაიწყო ესპანელი ტურისტის წინააღმდეგ, რომელმაც სპილოს ხორთუმში ლუდი ჩაასხა

გამოძიება დაიწყო ესპანელი ტურისტის წინააღმდეგ, რომელმაც სპილოს ხორთუმში ლუდი ჩაასხა

კენიაში ესპანელი ტურისტის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც კაცმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ის სპილოს ხორთუმში ლუდს ასხამს.

  • ვიდეომ სოციალურ მედიაში აღშფოთება გამოიწვია. ტურისტმა ვიდეო ველური ბუნების რეზერვაციაში გადაიღო. თავდაპირველად ის პოპულარულ ადგილობრივ ლუდს სვამს, შემდეგ კი სპილოს ხორთუმში ასხამს.

თუმცა, მას შემდეგ რა მამაკაცი კენიელებმა და სხვა Instagram-ის მომხმარებლებმა გააკრიტიკეს, ვიდეო წაშალა.

როგორც BBC წერს, მათ გააანალიზეს კადრები და შეძლეს ვიდეოს ავთენტურობის დადასტურება. პეიზაჟი ლაიკიპიის ცენტრალურ ოლქშია გადაღებული, სადაც კერძო ველური ბუნების ნაკრძალი მდებარეობს.

ინციდენტს კენიის ველური ბუნების სამსახური (KWS) იძიებს.

წყარო