ექსტრემალური გართობა თბილისში – სად ნახავთ აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე გრძელ წყლის ატრაქციონს?

ექსტრემალური გართობა თბილისში – სად ნახავთ აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე გრძელ წყლის ატრაქციონს?

თბილისი ყოველწლიურად სულ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი ქალაქი ხდება ახალგაზრდებისთვის, რომლებისთვისაც ხარისხიანი გართობა მნიშვნელოვანია. გართობა სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს და მათ შორის განსაკუთრებული ადგილი ექსტრემალურ აქტივობებს უკავია. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ექსტრემი მხოლოდ გართობა არ არის და მას პოზიტიური გავლენა აქვს როგორც მენტალურ, ისე ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.

ექსტრემალური გართობა ადამიანს ყოველდღიური რუტინისა და სტრესისგან გათავისუფლებაში ეხმარება. არაერთი კვლევით არის დადასტურებული, რომ ამ ტიპის აქტივობები დეპრესიის პრევენციისთვისაც ეფექტურია. მას ხშირად „ბუნებრივ სტიმულატორს“ ეძახიან, რადგან ადამიანებს ეხმარება, თავი უკეთესად იგრძნონ, უფრო ენერგიულები და თავდაჯერებულები იყვნენ. ექსტრემალურ სიტუაციაში, როდესაც ადამიანი საკუთარ შიშს აჯობებს და რთულ სიტუაციას გაუმკლავდება, ისე უფრო თავდაჯარებული, თვითკმაყოფილი და ბედნიერია.

თბილისში ექსტრემალური გართობის საუკეთესი საშუალება აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მაღალი, 31 მეტრიანი ტობოგანია, რომელიც „ჯინო აკვაპარკში“ მდებარეობს. ტობოგანი 6 სლაიდითა და 5 სხვადასხვა სიჩქარით ექსტრემის საოცარ განცდას მოგანიჭებთ. წყალში დაშვებისას სრულიად სხვა განზომილებაში აღმოჩნდებით და დაივიწყებთ სტრესს, რაც ატრაქციონზე ასვლამდე გაწუხებდათ. მასშტაბური ტობოგანი განსაკუთრებულობის განცდასაც მოგანიჭებთ.

არ დაგავიწყდეთ, რომ ტობოგანი „ჯინო აკვაპარკის“ დახურულ სივრცეში მდებარეობს და ექსტრემის თქვენი დოზის მიღება წლის ოთხივე სეზონზე ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. ცივ ამინდში თბილ წყალზე დაშვება და თან ასეთი სიმაღლიდან, ნამდვილად დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ.

კიდევ ერთი კარგი ამბავი, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ, ის არის, რომ „ჯინო აკვაპარკს“ ვიზიტორებისთვის ახალი შეთავაზება Gino’s Friends აქვს. ეს არის თბილისის ერთადერთი აკვაპარკის არსებობის ისტორიაში პირველი ექსკლუზიური შანსი, 6 თვის განმავლობაში ისარგებლოთ ულიმიტო წვდომით თითქმის ყველა სივრცესა და მომსახურებაზე, მათ შორის რეგიონის ყველაზე მაღალ ტობოგანზე. შეთავაზება მოქმედებს შემოდგომა-ზამთრის სეზონზე და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, სულ რაღაც 6 ვიზიტის ფასად 6 თვის განმავლობაში ყოველდღიურად ეწვიონ აკვაპარკს, მონაწილეობა მიიღონ აქტივობებში და ისარგებლონ ყველა ატრაქციონით, აუზითა თუ შოუთი, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.

რაც შეეხება ექსტრემალური გართობის სხვა საშუალებებს, რომლებიც თბილისშია ხელმისაწვდომი, პოპულარობით სარგებლობს ზიპლაინები და კლდეზე ცოცვა. ქალაქში 2 ზიპლაინია და მათ შორისაა ევროპაში ყველაზე გრძელი, უწყვეტი, 1200 მეტრიანი ატრაქცია.

თბილისში რამდენიმე საცოცი კედელი არსებობს, რომლებიც სხვადასხვა ასაკის მომხმარებლებზეა გათვლილი. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა მოზარდობის პერიოდიდანვე მიიღოს ექსტრემისა და ადრენალინის მასზე გათვლილი დოზა და პატარა ასაკიდანვე იგრძნოს თავდაჯერებულობა, რომელიც მას სამომავლოდ ცხოვრებაში ბევრ რამეში დაეხმარება.

თუ თბილისში ცხოვრობთ ან სტუმრად ხართ, არ გამოტოვოთ ექსტრემალური გართობის შეთავაზება, რომელიც თქვენს დღეებს უფრო მხიარულს, ფერადსა და ენერგიულს გახდის.

R