ავტორი:

“სამწუხაროდ, მეორე ოპერაციაც უნდა გავიკეთო“ - ჯესი ჯეის, კიბოსთან ბრძოლის გამო კონცერტების გადადება მოუწია: მომღერალი გულშემატკივრებს მიმართავს

“სამწუხაროდ, მეორე ოპერაციაც უნდა გავიკეთო“ - ჯესი ჯეის, კიბოსთან ბრძოლის გამო კონცერტების გადადება მოუწია: მომღერალი გულშემატკივრებს მიმართავს

ჯესი ჯეის, კიბოსთან ბრძოლის გამო, აშშ-ში და დიდ ბრიტანეთში კონცერტების გადადება მოუწია. 37 წლის მომღერალს ივნისში მკერდის კიბოსთან ბრძოლის ფონზე მასტექტომია ჩაუტარდა. ხუთშაბათს კი Instagram-ზე გაამხილა, რომ მეორე ოპერაცია სჭირდება.

„როგორც იცით, რვა კვირის წინ მკერდის კიბოს ოპერაცია გავიკეთე. სამწუხაროდ, მეორე ოპერაციაც უნდა გავიკეთო. არაფერი სერიოზული, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ზუსტად ჩემს მიერ დაჯავშნილი ტურის პერიოდს ემთხვევა. უნდა გავუმჯობესდე და განვიკურნო. ეს სწორი გადაწყვეტილებაა, ამიტომ ტურნეს მომავალ წლამდე გადავდებ,“ - ამბობს მომღერალი.

2025 წლის 15 ივნისს ჯესი ჯეი გამოვიდა უემბლის სტადიონზე, Capital’s Summertime Ball with Barclaycard-ზე და 75 000 ადამიანს უთხრა, რომ ეს მისი ბოლო შოუა, სანამ დაიწყებს ძუძუს კიბოსთან ბრძოლას!

„ეს ჩემთვის ვერც წარმოგიდგენიათ, რამდენად განსაკუთრებულია. ჩემი ოჯახი, ბენდი, გუნდი - ჩვენ ძალიან იღბლიანები ვართ, გვაქვს ბევრი მიზეზი ცხოვრებისთვის, ბევრი მიზანი და საქმე“.