ავტორი:

სულ მალე პატარძალი - სელენა გომესის წინასაქორწილო წვეულება: რა ფოტოებს აქვეყნებს მომღერალი

სულ მალე პატარძალი - სელენა გომესის წინასაქორწილო წვეულება: რა ფოტოებს აქვეყნებს მომღერალი

სელენა გომესი მექსიკის ქალაქ კაბო სან ლუკასში გამართული წინასაქორწინო წვეულებიდან ფოტოებს აქვეყნებს.

  • 33 წლის მომღერალმა, რომელიც პროდიუსერ ბენი ბლანკოზეა დანიშნული, წვეულების ამსახველი ფოტოები ინსტაგრამის გვერდზე გააზიარა. ერთ-ერთ კადრში თეთრ ბიკინიში გამოწყობილი სელენაა აღბეჭდილი. ფანები აღნიშნავენ, რომ მომღერალი იდეალურ ფორმაშია.

წვეულებაზე იმყოფებოდნენ მომღერლის უახლოესი მეგობრები, მათ შორის ეშლი კუკი, რაკელ სტივენსი, კორტნი ლოპესი და მისი ბიძაშვილი პრისცილა მარი.

სელენა გომესისას და ბენი ბლანკოს რომანის შესახებ ყვითელი პრესა 2023 წელს წერდა, მალევე გომესმა ინფორმაცია დაადასტურა.

ბენი ბლანკო ცნობილი პროდიუსერია. სელენასთან მას თანამშრომლობა და მეგობრობა აკავშირებდა. პროდიუსერი მასთან ერთად პირველად გამოჩნდა 2019 წელს, მუსიკალურ ვიდეოში "I Can't Get Enough".