ავტორი:

პორნოგრაფიულ საიტზე იტალიის პრემიერისა და სხვა პოლიტიკოსი ქალების ყალბი ფოტოები გავრცელდა - რას აცხადებს ჯორჯია მელონი

პორნოგრაფიულ საიტზე იტალიის პრემიერისა და სხვა პოლიტიკოსი ქალების ყალბი ფოტოები გავრცელდა - რას აცხადებს ჯორჯია მელონი

მედიის ცნობით, პორნოგრაფიულ საიტებზე იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის ფალსიფიცირებული ფოტოები გავრცელდა. ფოტოებზე ასევე აღბეჭლნი იყვნენ ჯორჯია მელონის და და სხვა პოლიტიკოსი ქალები.

იტალიური პრესის ინფორმაციით, პრემიერი აღშფოთებულია ამ ამბით.

სურათები, თანხმობის გარეშე, სოციალური ქსელები პირადი ანგარიშებიდან, ასევე საჯარო წყაროებიდან იყო აღებული და ისე იყო დარედაქტირებული, რომ ქალები სექსუალურ პოზებში ყოფილიყვნენ.

  • პრემიერმა სამართალდამცველებს დამნაშავეების სწრაფად გამოვლენისა და “უკიდურესად მკაცრად დასჯისკენ “ მოუწოდა.

მელონის თქმით, გაოგნებულია მომხდარით და სოლიდარობას უცხადებს ყველა ქალს ვინც მსგავსი შემთხვევების გამო, შეურაცხყოფილი და დაჩაგრული აღმოჩნდა.

“სასოწარკვეთილებას იწვევს ის ფაქტი, რომ 2025 წელსაც კიდევ არსებობენ კლავიატურის მიღმა დამალული ადამიანები, რომლებიც თვლიან, თითქოს ნორმალური საქციელია ქალის ღირსების ფეხქვეშ გათელვა და მისი სექსისტური ან ვულგარული შეურაცხყოფების სამიზნედ ქცევა", - განუცხადა ჯორჯია მელონიმ ჟურნალისტებს.

წყარო