თურქეთი ისრაელის გემებს თავის პორტებში შესვლას უკრძალავს და თვითმფრინავების თურქეთის საჰაერო სივრცეში შესვლაზე შეზღუდვები შემოაქვს. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა.
საკონტეინერო გემებს, რომლებსაც ისრაელისთვის იარაღი და საბრძოლო მასალა მიაქვთ, ჩვენს პორტებში შესვლის უფლებას არ ვაძლევთ, ხოლო თვითმფრინავებს ჩვენს საჰაერო სივრცეში შესვლის უფლებას,” - განაცხადა ფიდანმა.
ცნობისთვის, თურქეთის სავაჭრო მინისტრმა ჯერ კიდებ 2024 წლის მაისში განაცხადა, რომ თურქეთმა ისრაელთან სავაჭრო ურთიერთობები შეაჩერა.