ავტორი:

რა დაემართა კაცს, რომელსაც სხეულის 95% ტატუირებული ჰქონდა და მისი მოშორება გადაწყვიტა - "ეს იესო ქრისტეს წყალობით მოხდა“ (ფოტოები)

რა დაემართა კაცს, რომელსაც სხეულის 95% ტატუირებული ჰქონდა და მისი მოშორება გადაწყვიტა - "ეს იესო ქრისტეს წყალობით მოხდა“ (ფოტოები)

ბრაზილიის ბაჟეში მცხოვრები ლეანდრო დე სოუზა ერთ დროს “ბრაზილიის ყველაზე ტატუირებულ მამაკაცად“ ითვლებოდა, მას სხეულის 95% ტატუებით ჰქონდა დაფარული.

ისეთი ცნობილი როკ–ბენდებით შთაგონებულმა, როგორებიც Nirvana, Guns N' Roses და Metallica არის, პირველი ტატუირება 13 წლის ასაკში გაიკეთა.

ზრდასრულ ასაკში სოუზა ნარკოტიკების და ალკოჰოლის აქტიური მომხმარებელი გახდა. ამან ოჯახური პრობლემები გამოიწვია, რაც 10 წლის წინ, ცოლთან გაშორებით დამთავრდა.

ცოლთან დაშორების შემდეგ კი სხეულის დაახლოებით 95 პროცენტი ტატუებით მოიხატა, თმებიც კი ბოლომდე გადაიპარსა, რომ მოსახატად მეტი ადგილი ჰქონოდა.

თუმცა ყველაფერი შეიცვალა, როდესაც 36 წლის ასაკში ლეანდრო ევანგელიზმის მიმდევარი გახდა. მან გადაწყვიტა ცხოვრება შეეცვალა და პირველი მტკივნეული ნაბიჯიც გადადგა - ლაზერის საშუალებით ტატუს მოშორების პროცედურები დაიწყო.

Instagram-ზე, სადაც მას 489,000 გამომწერი ჰყავს, საკუთარი ფოტოები გამოაქვეყნა წარწერით “სახის ტატუების მოცილების მეხუთე სესიის შემდეგ - მადლობა, ეს იესო ქრისტეს წყალობით მოხდა “

თუმცა, "გარდასახვა" ჯერ არ დასრულებულა - მას კიდევ სამი სესია ელოდება, თითოეული 30–40 წუთს გრძელდება და სამ თვეში ერთხელ ტარდება.

წყარო