აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, ის მზად არის გახდეს ქვეყნის პრეზიდენტი, თუ "ღმერთმა ნუ ქნას და ტრამპს რაიმე საშინელება" დაემართება.
"დიახ, საშინელი ტრაგედიები ხდება. და თუ, ღმერთმა ნუ ქნას, საშინელი ტრაგედია მოხდება... ვერ წარმომიდგენია უკეთესი ტრენინგი სადმე გამევლო, ვიდრე ბოლო 200 დღის განმავლობაში ვიცე-პრეზიდენტად მუშაობისას მივიღე.
მე დარწმუნებული ვარ, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი კარგ ფორმაშია, ვადის დარჩენილ ნაწილს გაატარებს და ამერიკელი ხალხისთვის დიდ საქმეებს გააკეთებს“, - აღნიშნა ჯეი დი ვენსმა.