ავტორი:

უმძიმესი კადრები - პოლონეთში მატარებელი ლიანდაგზე გაჩერებულ მანქანას შეეჯახა (ფოტოები)

უმძიმესი კადრები - პოლონეთში მატარებელი ლიანდაგზე გაჩერებულ მანქანას შეეჯახა (ფოტოები)

მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ეჯახება სარკინიგზო გადასასვლელზე გაჩერებულ მსუბუქ ავტომანქანის მატარებელი და საშინელი ძალით აბზრიალებს, შემთხვევა პოლონეთში, გრანოვო-შტეშევის მარშრუტზე მოხდა.

  • "ოპელის" მარკის ვერცხლისფერი ავტომობილი სარკინიგზო გადასასვლელთან დაშვებულ ბარიერს მიუახლოვდა, მაგრამ არ გაჩერებულა, ბარიერი საყრდენიდან მოამტვრია და მოძრაობა გაგრძელა, შემდეგ კი ლიანდაგებზე გაჩერდა.

რამდენიმე წამში კი მას მატარებელმა დაარტყა. შეჯახებამ საბარგული მოგლიჯა, მანქანამ ჰაერში რამდენიმე ბრუნი გააკეთა და გზიდან მოშორებით დაეცა.

საბედნიეროდ, მძღოლი გადარჩა, თუმცა დრამატული ავარიის შემდეგ საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა .

წყარო