როდესაც ვამბობთ, რომ ევროპის კარზე კაციჭამია დგას, მგონი ეს აღწერს იმას, რასაც ქართველები, უკრაინელები და ბევრი სხვა ერი ძალიან ღრმად გრძნობენ. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
“როდესაც ვამბობთ, რომ ევროპის კარზე კაციჭამია დგას, მგონი, ეს აღწერს იმას, რასაც ქართველები, უკრაინელები და ბევრი სხვა ერი ძალიან ღრმად გრძნობენ,” - განაცხადა მაკრონმა.
მან კიდევ ერთხელ გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტის “ავტოკრატიული გადახრა”, რომელიც “საერთაშორისო საზღვრების რევიზიონისტულ იმპერიალიზმს ახდენს”.
“საერთაშორისო სამიტებზე ვლადიმირ პუტინის პოზიციებსა და ადგილზე რეალობას შორის სხვაობა აჩვენებს რამდენად არაგულწრფელია ის,” - განაცხადა მაკრონმა.
გერმანიის კანცლერ, ფრიდრიხ მერცთან ერთად მაკრონმა აღნიშნა, რომ პარიზი და ბერლინი გააგრძელებენ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციებისთვის “ზეწოლას”.