ავტორი:

ბილ კლინტონი აეროპორტში დეფიბრილატორით შენიშნეს - რას წერს მედია აშშ-ის ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

ბილ კლინტონი აეროპორტში დეფიბრილატორით შენიშნეს - რას წერს მედია აშშ-ის ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

დასავლური მედია აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბილ კლინტონის ჯანმრთელობის მდგომარეობას აქტიურად განიხილავს მას შემდეგ, რაც იგი ჰემპტონსის აეროპორტში დეფიბრილატორით შენიშნეს.

  • კლინტონი აეროპორტში მეუღლესთან, ჰილარისთან ერთად გამოჩნდა. თვითმფრინავში ასვლისას ყოფილ პრეზიდენტს თან ჰქონდა დეფიბრილატორი.

ინტერნეტში გავრცელებულმა ფოტოებმა ბილ კლინტონის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შეშფოთება გამოიწვია. ფოტოები თავდაპირველად Daily Mail-მა მოიპოვა.

  • კლინტონს არასდროს უსაუბრია პორტატიული დეფიბრილატორის საჭიროების შესახებ. თუმცა, მისი სამედიცინო ისტორია კარგად არის დოკუმენტირებული.

  • 2004 წელს, თეთრი სახლის დატოვებიდან სულ რაღაც სამი წლის შემდეგ, კლინტონს მანჰეტენის პრესვიტერიანულ საავადმყოფოში სასწრაფო ოთხმაგი შუნტირების ოპერაცია ჩაუტარდა. ხუთი წლის შემდეგ კვლავ გადაიყვანეს ნიუ-იორკის საავადმყოფოში, სადაც კარდიოლოგებმა გაჭედილ არტერიაში ორი სტენტი ჩაუდგეს. 2021 წლის ოქტომბერში კლინტონი რამდენიმე დღით კალიფორნიის საავადმყოფოში იმყოფებოდა, უროლოგიური პრობლემით.

დეფიბრილატორი ელექტრული აპარატია, რომელსაც სამედიცინო პრაქტიკაში გულის კუნთის ფიბრილაციის შესაწყვეტად იყენებენ.

წყარო